სავალუტო კურსი

სავალუტო კურსი
მარტივად რომ ვთქვათ აღნიშნავს, თუ რამდენად შეიძლება გავცვალოთ ერთი ვალუტა მეორეზე. სავალუტო კურსი განისაზღვრება ამათუ იმ ვალუტაზე მოთხოვნის დონით და ამ ვალუტის მიწოდების დონით. სავალუტო კურსს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა მთავრობებისათვის. ისინი გამოიყენებენ რამოდენიმე საშუალებას რათა ზეგავლენა იქონიონ ვალუტის კურსზე. ერთ-ერთი არის მუდმივი/ მყარი სავალუტო კურსის (fixed exchange rate) დაწესება. ტიპიურად, ასეთი კურსის შენარჩუნებას ჭირდება მთავრობის მნიშვნელოვანი ჩარევა ვალუტის ბაზარზე, რათა ეს კურსი შენარჩუნებული იქნას. მუდმივი გაცვილითი კურსის პოლიტიკა ტარდებოდა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში 1958 წლიდან 1973 წლამდე და პირველ მსოფლიო ომამდეც ორმოცი წლის განმავლობაში. ამის საპირისპირო არის მოტივტივე გაცვლითი კურსი (floating exchange rate), რომლის მიხედვითაც ვალუტის ფასი განისაზღვრება ბაზრის მიერ მთავრობის ჩაურევლად. დღევანდელი მდგომარეობა ძალიან რთულია. 50-მდე ქვეყნას აქვს ასე თუ ისე მოტივტივე გაცვილითი კურსის პოლიტიკა ანუ, მთავრობები დროდადრო ერევიან ბაზრის საქმიანობაში, რომ ზემოქმედება მოახდინონ გარკვეულ პროცესებზე. 20-მდე ქვეყანას აქვს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ გაცვლით კურსს ქვეყნების ჯგუფებთან მიმართებაში. ქვეყნების უმრავლესობას კი (სუსტი და პატარა სახელმწიფოები) მიმაგრებული აქვთ თავიანთი ვალუტის ღირებულება სხვა უფრო ძლიერ ვალუტასთან. ამასთან, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ მყარი (სტაბილური და უსაფრთხო, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ტრანსაქციების დროს) და სუსტი (გამოიყენება მხოლოდ ქვეყნის შიგნით) ვალუტის ტიპები.
Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "სავალუტო კურსი" в других словарях:

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი — გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც შეიქმნა 1944 წელს ბრეტონ ვუდსის კონფერენციის გადაწყვეტილებით. ფონდი სრული ავტონომიით სარგებლობს. ფონდის წევრია 180 მდე ქვეყანა. წესდების მიხედვით, ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო… …   Georgian encyclopedia

  • ბრეტონ-ვუდსის სისტემა — სისტემის ისტორია იყოფა ორ პერიოდად: დოლარის ნაკლებობის პერიოდი და დოლარის სიჭარბის პერიოდი. პირველი პერიოდი გაგრძელდა 1958 წლამდე, მეორე კი 1971 წლამდე. 1950 1956 წლებში დიდი სესხები არ გაცემულა. პირველ პერიოდში, რომელსაც ხშირად აშშ ის… …   Georgian encyclopedia

  • ჰეგემონური სტაბილურობის თეორია — • თანამედროვე პოლიტიკური ეკონომიკის თანამედროვე თეორიებიდან ერთ ერთი ყველაზე მძლავრია ჰეგემონური სტაბილურობის თეორია, რომელიც მერკანტილიზმისგან იღებს რაღაც ელემენტებს მაგრამ ასევე ლიბერალიზმისგანაც არ არის შორს. ამ თეორიის დედააზრი იმაში… …   Georgian encyclopedia

  • ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპები — თავისუფალი ვაჭრობის ზონა არ არსებობს ხილული შეზღუდვები ვაჭრობაზე; საბაჟო კავშირი თავისუფალ სავაჭრო ზონას დამატებული საერთო საგარეო სავაჭრო ტარიფი; შიდა ნაწარმის ბაზარი საბაჟო კავშირს დამატებული საქონლის თავისუფალი გადაადგილება; საერთო ბაზარი შიდა …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»